
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს. ამჯერად იგი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც დაცარიელებულ სოფლებზე წერს და ბავშვობას იხსენებს:
„ბავშვობიდან ძალიან განვიცდი ზაფხულის დამთავრებას. რეიზა? მენატრება ბაღნები, ბაღნობიდან ერთად რომ მოვდიოდით და ქალაქში წასასვლელად, თვალცრემლიანი რომ ემზადებოდნენ.
მენატრება სიცოცხლით სავსე სოფლები. მტკივა მიტოვებული სახლები. სადაც ვერ ვხედავ ფანჯრის მიღმა სინათლეს. მოფუსფუსე ბებია-ბაბუებს.
ის ადამიანები მენატრება, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ. მეზობლობის ასე ლამაზი წრე რომ ჩამომიყალიბეს ჩემს ცნობიერებაში და ახლაც არ მინდა ხოლმე დავიჯერო, რომ სხვანაირი მეზობლობა არსებობდა ამქვეყნად.
რომ უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის.
მენატრება მათი რჩევა–დარიგებები რომ ვერ ვიტანდით მათ მოსმენას. ჰო არ ვუსმენდით, სად ვიყავი თურმე. ცხოვრებაში ყველა რჩევა წინ დამიხვდა.
ის ბებია-ბაბუები მენატრება, რომლებიც თავისი შრომის ხარჯზე აძლიერებდნენ ოჯახებს. ქალაქიდან ჩამოსულ შვილიშვილებს ჭყინტი ყველი, კელამიდეს ჭადი, ახალი კარტოფილი და მათ ბოსტანში დაკრეფილი კიტრი და პამიდორი რომ არ მოჰკლებოდათ.
ახლა სოფლებში ზაფხული და ზამთარი ერთნაირად მშვიდია. ხშირად აუტანელია სიჩუმე. მიტოვებულია და მე ამას ძალიან განვიცდი! მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ ადამიანებო მოახერხეთ და ხანდისხან ჩამოით რა გეხვეწებით“, - წერს გივიკო დიდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ აკომპლექსებდა ირინა ონაშვილს თავისი სიმაღლე - მოდელის გულწრფელი აღიარება
⭕ლიკა კვარაცხელიას ოჯახური იდილია - „სიყვარულითა და სითბოთი სავსე ულამაზესი ოჯახი“