
უკვე ორი კვირაა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ზურა ბერიკაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მსახიობი ჯერჯერობით ისევ კომაში რჩება და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
54 წლის არტისტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 28 დეკემბრის დღის პირველ საათზე, გულის გაჩერებით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა, გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს და მსახიობის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.
ბერიკაშვილის ამბავს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ანა სანაია გამოეხმაურა.
„ღმერთი რომ არსებობს, ამ კაცის ასე სიკეთის მფრქვევად დაბადებულის არსებობა ადასტურებს.
ღმერთო, ერთს გთხოვ! დაეხმარე!“, - წერს ანა სანაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: