ცხოვრებისეული სიბრძნე ხშირად რამდენიმე მარტივ ფრაზაში იმალება. სიტყვები, რომლებიც გვახსენებს სინდისის, ღირსების, სიყვარულისა და გამოცდილების ნამდვილ ფასს, სოციალური ქსელების მომხმარებლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
სწორედ ასეთ გამორჩეულ გზავნილს სოციალურ ქსელში გვიზიარებს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე:
„ალბათ, თუ კარგად დავფიქრდებით შევამჩნევთ, რომ აზრები კარგი მსახურები არიან, თუმცა ცუდი ბატონები. ან მათ მართავ ან ისინი გმართავენ შენ.
გონების კონტროლი არ ნიშნავს ფიქრების აკრძალვას, ეს ნიშნავს იმის არჩევას, თუ რომელ ფიქრს მისცე არსებობის უფლება.
და მაინც - ყველაზე დიდი ციხე, რომელშიც ადამიანი შეიძლება გამოიკეტოს საკუთარი ნეგატიური აზრებისგანაა აშენებული.
ღმერთი ზუსტად იმას გაძლევს, რაც გჭირდება.
ვფიქრობ, რომ ბედნიერებას ვერავინ წაგართმევს, თუ ამის ნება არ მიეცი სხვას.
ნამდვილი წარმატება იზომება იმით თუ რამდენად უსწრებ გუშინდელ „მე-ს”, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვამაყობ...“ - თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე ქალიშვილის დიზაინით შექმნილი კაბით წარდგა
⭕როკმუსიკის ლეგენდა ფრედი მერკური დღეს, 5 სექტემბერს 80 წლის გახდებოდა