ჰოლისტიკური მენტორი, ენერგოპრაქტიკების ტრენერი თეა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.
მისი თქმით, ადამიანის ნებისმიერი ქმედება თავისი ბუნებით ორგვარია, ღმერთის შეწევნით და ღმერთის დაშვებით
„ადამიანის ნებისმიერი ქმედება თავისი ბუნებით ორგვარია:
ღმერთის შეწევნით და ღმერთის დაშვებით.
ღმერთის შეწევნითი ქმედება უცოდველი ქმედებაა და სრულად მხოლოდ წმინდა ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი და ნაწილობრივ ზოგიერთი მოკვდავისათვის.
ღმერთის შეწევნით ქმედებას წინ ეღობება ჩვენივე ვნებები. არსებობს რვა ძირითადი ვნება და მათი საპირისპირო სათნოებები.
რვა ძირითადი ვნება - საპირისპირო სათნოებები:
1. ნაყროვანება - თავშეკავება;
2. სიძვა - უბიწოება;
3. ვერცხლის მოყვარეობა - უპოვარება;
4. მრისხანება - სიმშვიდე;
5. ურვა ანუ მწუხარება- .ნეტარი გლოვა;
6. მოწყინება - სიფხიზლე;
7. მზვაობრობა - სიმდაბლე;
8. სიამაყე - სიყვარული“, - წერს თეკო ჯაფარიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ორივე იღუპებით, ფარული ლიკვიდაცია და ფარული თვითლიკვიდაცია“ - ლევან მათითაშვილი დამოკიდებულებაზე
🎥 „ანნას მოგზაურობა ბათუმში ❤️🌴“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს