Digest Logo

„ორივე იღუპებით, ფარული ლიკვიდაცია და ფარული თვითლიკვიდაცია“ - ლევან მათითაშვილი დამოკიდებულებაზე

1770745293
ლევან მათითაშვილი

ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

იგი დამოკიდებულება / თანადამოკიდებულებაზე როგორც დაავადებაზე საუბრობს:

„დამოკიდებულება / თანადამოკიდებულება ეს არის დაავადება.

სიმპტომი: ორგანიზმს თავისით არ შეუძლია გამოიმუშაოს ჰორმონები, (ნეირომედიატორი) მას სჭირდება მუდმივად სტიმულატორი.

ესე იგი რა გამოდის, რომ ჰორმონების გამომუშავებაზე დამოკიდებული არის ის ადამიანი, რომლის ფსიქიკაც მუდმივად დაეძებს სტიმულატორებს, როგორიც არის კონფლიქტი, ფლირტი, სექსი, ქიმიური ნივთიერება, ჭარბი კვება, თამაში, ვარჯიში, ფული.

აღნიშნულით, გამოიყოფა მძაფრი ემოციები რის შედეგადაც გამომუშავდება ჰორმონები, რომლის დეფიციტიც აქვს ორგანიზმს.

ეს არის დაავადება, რომელიც საჭიროებს სწორ მართვას, რადგან გარე სტიმულატორები აღარ იყოს საჭირო.

ხშირ შემთხვევაში გარე სტიმულატორად არის ადამიანი, რომელთან ურთიერთობისას ეძებ მძაფრ ემოციებს, რაიმე შარის მოდებით ან ეჭვიანობით, ან ცინიზმით, ან ჰიპერმზრუნველობით, ან ჰიპერკონტროლის საფუძველზე.

არადა, ფსიქიკა გეუბნება, რომ გიყვარს და თითქოს მასზე ზრუნავ, ამ დროს ორივე იღუპებით, ფარული ლიკვიდაცია და ფარული თვითლიკვიდაცია“, - წერს ლევან მათითაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ანნას მოგზაურობა ბათუმში ❤️🌴“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„წინა პლანზე წამოსწევს ბედისწერის, დანიშნულების, მეგობრობისა და საზოგადოებაში ადამიანის როლის თემებს“ - ასტროლოგი მზის დაბნელებაზე

„გადაჭარბებული ენერგია მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს პასუხისმგებლობებს“ - ეკა კვარაცხელია 11 თებერვლის ენერგეტიკულ პროგნოზზე