დღეს მომღერალ მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა. მას საიუბილეო თარიღს თავისი და თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საჯაროდ ულოცავს.
„დღეს 24 აგვისტოა, დღეს ჩემი ძმის - მამუკას დაბადების დღეა. ასეთი ურჩი და მორჩილი ერთდროულად არაფერი მინახავს, ნიჭი თუ სიყვარულია, ესე იგი ეს ადამიანი სიყვარულია, ღმერთო ჯანმრთელად მიმყოფე ეს ბიჭი. ბედნიერად იყავი ჩემო მამუ, ჩემო ძვირფასო, ჩემი საგანძურია შენი სულის ხლართები, წუხილი, სევდა, ფორიაქი, ეგ არის უკიდეგანო ნიჭი-ენერგეტიკა და შენთვის ტვირთი ამავდროულად, რომელსაც ატარებ, რასაც გასცემ მაგ ნიჭით გვაბედნიერებს, აკეთილშობილებს დამძიმებულ დედამიწას. მაგრა იყავი რა.....“, - წერს თაკო ჩარკვიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„რა უნდა ოპოზიციას, რას გვპირდება, რისი თავი აქვს ან რისი გამკეთებელია - პარდონ გულწრფელობისთვის“ - ინგა გრიგოლია
🔵„მზის ერთი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ამ თვისებებს გააძლიერებს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ცხვარიჭამიაში და თიანეთში გზებზე გადავსებულია ნაგვის ურნები და მერე უკვე გზებიც“ - კოტე იანტბელიძე