Digest Logo

„ღვთისმშობელო, ვერ ჩავდექი ჩემს, ნიკოსა და სიკვდილს შორის და ძალიან მრცხვენია... თხოვნას შემოგბედავ..“ - რას წერს იზა ომაძე?

1695234526
იზა ომაძეიზა ომაძე

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, მოკლეს. ნიკო კვარაცხელიას დედას იზა ომაძეს უსამართლობისა და უიმედობის განცდა აქვს.

იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დახმარებას ღვთისმშობელს სთხოვს.

„ღვთისმშობელო ხვალ თქვენი დაბადების დღეა გილოცავთ.

ორი წლის წინ 21 სექტემბერს უძვირფასესი ბრილიანტი მოგიძღვენით. მას მერე სიბნელეა, ირგვლივ აღარ ბრჭყვიალებს, მე კი მტკივა, მონატრება მტანჯავს, უსამართლობა და უიმედობა მანადგურებს 

ღვთისმშობელო ვერ ჩავდექი ჩემს ნიკოსა და სიკვდილს შორის და ძალიან მრცხვენია. თხოვნას შემოგბედავ ღმერთის დედავ ძალიან ნუ დააგვიანებ, რადგან მომავალს მომავლის გარეშე გვიტოვებენ, შვილებს ქუჩაში გვიხვრეტენ და არჩევანის უფლებას ართმევენ და მთელი გულით შეგთხოვ:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“ - წერს  სოციალურ ქსელში იზა ომაძე.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „უმაგრესი სეზონი იწყება“ - ჯარჯი თორაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს

 🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი

🔵 🎥 „მარიამის სიკვდილი ჯერ კიდევ ივლისში დაიგეგმა“ - ანკა ვასაძის პირველი კომენტარი