Digest Logo

🎥 „გილოცავ, დე... მიყვარხარ“ - დედა სიდონია იუბილარია

1727936023
დედა სიდონია

ნატალია ყაჭიაშვილი - ასე ერქვა ყმაწვილქალობაში დედა სიდონიას, რომელსაც საზოგადოება თამამი განცხადებებით და ხელნაკეთი ნივთების დამზადებით იცნობს. 

17 წლის იყო, როდესაც მშობლებს გაეპარა და მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მივიდა. 20 წლისა კი მონაზვნად აღიკვეცა. 

31 წლისას მას მძიმე სენი შეხვდა, რის გამოც სამკურნალოდ საბერძნეთში წავიდა და სასულიერო საქმიანობაც სწორედ იქ გააგრძელა.

დღეს დედა სიდონია იუბილარია. მას დაბადების დღე სოციალურ ქსელში ბევრმა ცნობილმა სახემ მიულოცა, მათ შორის მომღერალ ლელა წურწუმიამ, ეკატერინა ფანგანმა, გიგი ადამაშვილმა და ა.შ.

დედა სიდონიამ დაბადების დღე სასტუმრო „ამბასადორში“ აღნიშნა.