„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, დღეიდან ენერგია უკვე ცვლილებას იწყებს. მოდის უფრო მეტი პოზიტივი, დადებითი ენერგია და ნელ-ნელა ცვლილებას თქვენც შეამჩნევთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
♈ ვერძი
შესაძლოა გქონდეთ დაძაბულობა, არასტაბილური ცვალებადი ემოციური ფონი და ღიზიანდებით წვრილმანების გამო. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
♉ კურო
კონცენტრირდით იმ საქმეზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ნუ დახარჯავთ დროს წვრილმანების გამო. გექნებათ გაურკვევლობა ოჯახში, მცირე კონფლიქტი, თუმცა კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს იუმორით შეხედავთ.
♊ ტყუპები
საკმაოდ წარმატებული დღეა, გექნებათ საშუალება აიხდინოთ ოცნებები, მიზნები, გადადგით ნაბიჯები ამის ასასრულებლად. კარგი იქნება გარემოს შეცვლა.
♋ კირჩხიბი
შესაძლოა მიუბრუნდეთ იმ საქმეს, რაც დასრულებული გეგონათ. არ მიიღოთ გადაწყვეტილება, რაც ფინანსებს უკავშირდება. შესაძლოა გქონდეთ გარკვეული დანაკარგები, ან შენაძენები, რომელსაც განახორციელებთ, არ იყოს სასარგებლო.
♌ ლომი
მცირე სირთულეების მიუხედავად, შეძლებთ მარტივად შეცვალოთ სიტუაცია თქვენს სასიკეთოდ. დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები, მოახერხეთ მათი რეალიზაცია და შესაძლოა საქმიანი ურთიერთობა შეგეცვალოთ და რომანტიკულში გადავიდეს.
♍ ქალწული
რაციონალურობა მოგეთხოვებათ, რადგან თქვენი შეხედულება სხვების მიმართ არ იქნება შესაფერისი. არ მიიღოთ გადაწყვეტილებები სხვებთან მიმართებაში. დაელოდეთ, დამშვიდდით და შესაძლოა სხვა სიმართლე გაირკვეს, შემდგომ კი ინანოთ თქვენი ფიქრი.
♎ სასწორი
საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული დღე გელოდებათ. მთავარია წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. ახალგაცნობილ ადამიანებთან გამოიჩინეთ სიფრთხილე. დღის რომელიმე მონაკვეთი დაუთმეთ ოჯახს.
♏ მორიელი
ეს დღე თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება, ყველა მიმართულებით. დღეს თითქოს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ ხდება და კამათშიც კი დაინახავთ ჭეშმარიტებას. ეცადეთ დღე მაქსიმალურად გამოიყენოთ.
♐ მშვილდოსანი
ცოტა დაძაბული დღე გელოდებათ. ემოციები ხელს გიშლით და შეცდომებს გაშვებინებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ გეგმების შეცვლა მოგიწევთ, არ ინერვიულოთ.
♑ თხის რქა
დღეს ილუზიაში უფრო იქნებით, ვიდრე სწორად და რეალურად აფასებდეთ სიტუაციას. ეცადეთ მშვიდ გარემოში გაატაროთ დღე და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი იქნება თუ დროს თქვენს ოჯახთან გაატარებთ.
♒ მერწყული
გექნებათ საკმაოდ ნაყოფიერი დღე. შესაძლოა ბევრი საინტერესო ინფორმაცია გაიგოთ. ელოდეთ ცვლილებებს პირად ურთიერთობებში. გელოდებათ სიახლე არსებულ ურთიერთობებშიც.
♓ თევზები
რაც უფრო მეტად გავა დრო, დღე უფრო წარმატებული იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ მოაგვაროთ და გადაჭრათ პრობლემები. ეცადეთ ენდოთ ინტუიციას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: