Digest Logo

„გილოცავ იმიერში!“ - ლაშა ბასლანძეს მეგობრები იუბილეს ემოციურად ულოცავენ

1778847624
ლაშა ბასლანძე

დღეს, 15 მაისს, რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელი, ლაშა ბასლანძე 41 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებენ ლაშას მეგობრები და გარდაცვლილ მეგობარს დაბადების დღეს ულოცავენ.

„დღეს ბასლას დაბადების დღეა! 
უფალმა ნათელში გამყოფოს ძმაო!  
გილოცავ იმიერში!“, - წერს ზურა ხაჩიძე. 

„ლაშიკო, გილოცავ ! მიყვარხარ!“, - წერს ბაბი კირკიტაძე. 

„იქ გილოცავ ჩემო ძმაო დაბადების დღეს, სადაც ხარ. მენატრები და მიყვარხარ“, - წერს გიორგი გაბუნია. 

„გილოცავ. ბასლა“, - წერს გელა გნოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ  რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა.

წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დემნა გვასალია ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანს, ოჯახთან ერთად ეწვია - „ის თავისი სულით უფრო დიდია, ვიდრე სახელით“

⭕როგორ ავამოქმედოთ დღევანდელი დღის ენერგია - „წარმოთქვი ეს კოდი მშვიდად, რწმენითა და ნათელი განზრახვით“

⭕„შესაძლოა, დაგისვან არასწორი დიაგნოზი... მაღალია დაინფიცირების რისკიც“ - მაისის სილამაზისა და ჯანმრთელობის კალენდარი ფენ-შუის მიხედვით