Digest Logo

„მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო, როგორიც მამიკოს უნდოდა“ - ნინო ბერიძის ემოციური მილოცვა შვილს

1661843187
ნიკა ქაცარიძე

გარდაცვლილი მსახიობის ნიკა ქაცარიძის შვილი დღეს იუბილარია. მსახიობის მეუღლე შვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და აღნიშნავს, რომ შვილის ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„დღეს დაიბადა დედას ვარსკვლავი, ოქროს ბიჭუნა და დედას იმედი, ეს ის დღეა როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ პატარა კაცის დაბადებით. დედას მზის სხივი ცხოვრებას რომ მილამაზებს.

რამდენიმე დღის წინ მეკითხება - „დედა სხვა ბავშვებს რომ აქვთ დაბადების დღე და მივდივართ გასართობ ცენტრში მე არ მაქვს დაბადების დღე? „და აი დადგა ეს ბედნიერი დღე მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ბედნიერი ბავშვობა და მომავალი რომ ჰქონდეს. მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო როგორიც მის მამიკოს უნდოდა. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი ლაზარე უსაზღვროდ უყვარხარ დედას, რა ბედნიერებაა შენ რომ მყავხარ“, - წერს მსახიობის მეუღლე.

ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 5 იანვარს მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

🔵„გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას“ - ცაგარელი