დღეს, 11 ოქტომბერს ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ მატჩს, კლუბ „ლევანტეს“ სოციალური გვერდის ადმინისტრატორი, ხავი დე ლა ოსა ეხმაურება, რომელიც ქართველმა გულშემატკივარმა საქართველოს ევროპაზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ პოსტებს ქართულ ენაზე აქვეყნებდა. აღსანიშნავია, რომ „ლევანტეში“ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს.
„აბა თქვენ იცით ბიჭებო! ვალენსია თქვენთანაა!“,- წერს ვიდეოს აღწერაში ხავი და ქართულად მიმართავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბევრმა ადამიანმა შემიყვარა...“ - რა სიახლეები აქვს პატარა მომღერალს, მათე მარტიაშვილს?
🎥 „ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები...“ - 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან