
ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ისტორია დაწერა. ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ზოგადად, მედალი მოიპოვა.
ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ეთერ ლიპარტელიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას ამ გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონობას!
საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს! თანაც როგორ დამაჯერებლად, რა ლამაზი ჭიდაობით მოიგო! გააცამტვერა ყველა მოწინააღმდეგე! გილოცავ ეთო! ღმერთმა გაგახაროს!
ვულოცავ შენს მეუღლეს, ძიუდოს ქართული ოჯახის ყველა წევრს, მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს და გილოცავთ ყველას, ვისაც ქართველი სპორტსმენების გამარჯვება, ქართული ჰიმნის აჟღერება და ქართული დროშის ყველაზე მაღლა აფრიალება გიხარებთ გულს! ეს ერთი და სხვა მრავალი!!!“, - წერს გია ბაღაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
⭕„ამის ლოყებს ვერცერთი ემოჯი ვერ დაფარავს“ - ნინა ხუბუტია სამშობიაროდან გაწერეს