
„ფეისბუკმომხმარებელი“ დავით შეროზია, რომელსაც იცნობენ როგორც „მეჩანთე“, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ემიგრანტი დის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
როგორც იგი პოსტში განმარტავს, მისი და, თეა შეროზია რომელიც ისრაელში ემიგრანტია და წლებია იქ ცხოვრობს სასწაულებრივად გადაურჩა ქალაქ ბათ-იამში ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კორპუსი სადაც მისი დის ოჯახი ცხოვრობს, ნაწილობრივ ჩამოიშალა.
„რადგან ამდენი კითხვაა ცალ-ცალკე რომ არა ერთად მოგიყვებით... თეა და ანკა კარგად არიან... ცუგა „რიკიც გადარჩა და ჩიტიც (სახელი არ ვიცი)
დილას მძინარეს მეგობრის ხმა ჩამესმა რომელიც ტელეფონში საუბრობდა (ეკას უყვებოდა) გუშინ „ბათიამი" დაიბომბა თქვენები როგორ არიანო...
როგორ ჩავრთე ტელეფონი არ ვიცი დედაჩემის 100-ზე მეტი გამოტოვებული ზარის ნოთიფიქეიშენებით აჭრელდა ტელეფონი... სანამ კავშირზე გავედი არ ვიცი რა განვიცადე...
წუხელ უკვე დაძინებას აპირებდნენ sms მიუვიდათ თქვენს კორპუს რაკეტა უახლოვდება...
წამოხტნენ „პიჟამოებით“ და ისისიყო სამალავში ჩავიდნენ რომ აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს... რასაც ბიძგები მოჰყვა... სამალავში მტვერი შემოიყარა... რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა რომელიც შუაზე გაიხლიჩა და ინერციით ჩემების კორპუსიც ჩამოშალა... ის ნაწილი სადაც გოგოების საძინებლები იყო...
მიუხედავად იმისა რომ ბეწვზე გადარჩნენ... მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს და ამდენი წლის ნაშრომ-ნაწვალები ნივთები, ავეჯი ტექნიკა ნანგრევებმა ჩაიტანა.
ჩემი „რკინის ემიგრანტი“ დაიკო მაინც ამბობს არაფრის მეშინიაო. დაინგრა კიდევ ვიშრომებ კიდევ ვიწვალეთ და თავიდან შევქმნით...
მთავარია ცოცხლები გადავრჩითო.. ისეთ „დუხზეა“ არ ვიცი... რა მაქვს სატირელი ღმერთის მადლით ცოცხლები ვართო... თქვენ არაფერზე არ იდარდოთ აქეთ გვაწყნარებს მე და ჩემ მშობლებს....
ვაჟკაცსა გული რკინისაო ამ გოგოზეა ნათქვამი იმიტომ კი არა რომ ჩემი დაა უბრალოდ ეგეთია...
მე აქ ხელფეხშეკრული ვერაფერს ვერ ვშველი ბოღმისგან და სიბრაზისგან ლამისარის გავსკდე... უსუსურობისგან სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ... რას ვეტაკო არ ვიცი და ის კიდე მე მაწყნარებს... იცინის და ცდილობს რამე ისეთი მითხრას რომ გამიღიმოს, ძალიან მიყვარხარ. გამძლეობა შენ და ანკას... ძალიან მენატრებით
გამძლეობა ისრაელის „ქართულ დიასპორას" და გამძლეობა ებრაელ ხალხს...“, - წერს დავით შეროზია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: