ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს, ბაბუის ძმის ხმაურიან განცხადებას სოციალურ ქსელში უფლებამდაცველი ბაია პატარაია ეხმაურება.
„გინდა გითხრათ, რატომ შესძულდა ამ არაკაცს 14 წლის გოგო?!
იმიტომ რომ ჩაიჯვა! შეეშინდა მოძალადის და იმის ოჯახის, ამიტომ გადაწყვიტა მოძალადე კი არ შესძულებოდა, არამედ პატარა და უმწეო ბავშვი, რადგან პატარა გოგონას დაჩაგვრა, ცემა და მოკვლა ადვილია და სხვა, 24 წლის კაცის და მისი ნათესაობის დაჯაბვნა - ძნელია.
ამიტომაც ადგა და გაანადგურა პატარა და დაუცველი და ახლა ჰგონიათ ამას და სხვა სირკაცებს, რომ "ღირსება აღიდგინეს". სად გაქვთ ღირსება, თქვე ქვეშაჯვია არაკაცებო, ან როდის გქონდათ? ერთი გაფხორილი, უტვინო, კუანა და ბოროტი არსებები ხართ! კაცია ადამიანი? არა, არ არის.- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, 14 წლის გარდაცვლილი გოგოს ბიძა „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ მას ბავშვი შესძულდა.