
ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.
ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.
მისმა მეუღლემ სალი წვერავამ, გუშინ შოკის მომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს.
მას გეზი ამაზონის ჯუნგლებისკენ ჰქონდა, საიდანაც ველური ბუნების შთამბეჭდავი კადრებით უნდა დაბრუნებულიყო. როგორც სალი წვერავა ამბობს მისი მეუღლე კლინიკაში გადაიყვანეს.
ამჯერად, მან ახალი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერს რომ ყველა იმ კითხვას, რომელსაც თავად ვერ გასცა პასუხი გიორგი გასცემს, როცა დაბრუნდება
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუდარებელი წყვილი“ - გენო პეტრიაშვილი მეუღლესთან ერთად ვენეციაშია