
ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლარფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.
ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ იუთუბის და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა რაც იუთუბიზე გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.
ამჯერად მისი მეუღლე, მოდელი სალი წვერავა შოკის მომგვრელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. მას გეზი ამაზონის ჯუნგლებისკენ ჰქონდა, საიდანაც ველური ბუნების შთამბეჭდავი კადრებით უნდა დაბრუნებულიყო. როგორც სალი წვერავა ამბობს მისი მეუღლე კლინიკაში გადაიყვანეს:
„მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!
მე განადგურებული ვარ. იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად. მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!
რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა.
რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა.
რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისი!
30 ათასი ლარის ტექნიკა არის გატანილი, გიო კლინიკაში გადაიყვანეს, ანალიზები ყველაფერი გაუკეთეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მენტალური ჯანმრთელობა არის ცუდ მდგომარეობაში“, - ამბობს სალი წვერავა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე ბედნიერების მჯერა...“ - რა ეტაპზეა თიკა ფაცაციას ახალი სიმღერა
🎥 „მე ვარ ადამიანი, რომელმაც პირველად ნახა ლიზაც და გიოც...“ - მანიკა ასათიანი დის შვილებზე