Digest Logo

გიორგი კეკელიძის პირველი კომენტარი სალომე კენჭიაშვილზე

1679737660
გიორგი კეკელძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მის მიერ „წყლის ჭავლთან მოცეკვავე“ გოგონასთვის შეთავაზებულ სტიპენდიასა და სალომე კენჭიაშვილის მიერ სტიპენდიაზე უარის თქმის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკვშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს - წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის,  8-9 მარტის აქციების მონაწილე, „წყლის ჭავლთან მოცეკვავე“ სალომე კენჭიაშვილმა უარი თქვა გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ მარო მაყაშვილის სტიპენდიაზე, რომელიც მას კეკელიძემ ერთი წლის ვადით დაუნიშნა და რომლის ოდენობა თვეში ასი ლარი იყო.  

სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაპოსტა სალომეს უფროსმა დამ სოფია კენჭიაშვილმა, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ჯერ კიდევ 2021 წელს ადანაშაულებდა.

სოფია კენჭიაშვილის თქმით, კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო. 

„ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი“, - წერს სოფია კენჭიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

როგორც სოფია კენჭიაშვილი წერს, ძალადობაში მხილებულ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება, გასცეს თავისი სახელით მარო მაყაშვილის სტიპენდია.

სალომე კენჭიაშვილს, გიორგი კეკელიძის მიერ ინიცირებული სტიპენდიის გარდა, ულიმიტო სტიპენდია მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუნიშნა Creative Education Studio-მ, რაც საშუალებას მისცემს სალომეს გაიაროს ნებისმიერი სასწავლო კურსი სტუდიაში, როცა ამის სურვილი ექნება.

ასევე, სალომე კენჭიაშვილს საზღვარგარეთ სასწავლო კურსების მიმართულებით მომუშავე კომპანია One World-ი ბუდაპეშტში, ორკვირიან საზაფხულო ბანაკში აგზავნის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„საცოდაობაა ცრემლმდინარე, დაბულინგებულ-გაუბედურებული ზღვაემოცია დუჟმომდგარი, ხავილმბადი, სუიციდ მცდელობიანკეპიანი“ - ლალი მოროშკინა

🔵„ჯეელობაში როცა ვინმეს სიკეთეს გავუკეთებდი ვიდექი და ღიმილით ველოდი მადლობას...“ - ბექა ქურხული

🔵„ვინმემ არგუმენტირებულად ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს“ - მერაბ მეტრეველი