ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მესენჯერის საშუალებით ქალის სექსუალურად შევიწროება ვერ წარმოუდგენია, ვინაიდან მოპასუხეს თავისუფლად შეუძლია მიმოწერის ავტორი დაბლოკოს და ამით თავიდან აიცილოს არასასურველი შეტყობინებები.
„ვინმემ არგუმენტირებულად ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს, ან სექსუალურად შეავიწროოს, როცა არასასურველი მესიჯების ავტორი პირველივე მონაწერზე უბრალოდ შეგიძლია დაბლოკო და ამით დაამთავრო ყველაფერი?
ჩემი აზრით, სექსუალური შევიწროება შესაძლებელია, როცა ადამიანს შენზე რაღაც გავლენის ბერკეტი აქვს. მაგალითად შენი უფროსია და ამას იყენებს, ან ლექტორია და ამას იყენებს, ან სხვა რამის გამო აქვს შენზე ძალაუფლება და გავიწროვებს.
მესენჯერში სექსის შემოთავაზება, ნუდების მოთხოვნა და ა.შ. შევიწროება როგორაა? ასეთ ადამიანს შეიძლება უწოდო მექალთანე, თუ ბევრ ქალს წერს, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ან რამე ასეთი, მაგრამ მოძალადე? გამარკვიეთ, გეხვეწებით.
მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთ დროს ქალების რაღაც ნაწილი მოტივით: „მე პატიოსან ქალს ასეთი რამ როგორ მაკადრეს“, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, და თუ მამაკაცი ცნობილია ითხოვს, მის დაქენსელებას,
მაგრამ ეს შეურაცხყოფის გამო შურისძიება არ გამოდის?“ - წერს მერაბ მეტრეველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჯეელობაში როცა ვინმეს სიკეთეს გავუკეთებდი ვიდექი და ღიმილით ველოდი მადლობას...“ - ბექა ქურხული
🔵„კარგია მოგზაურობა, რთული საკითხების გადაწყვეტა, მცენარეების დარგვა-გადარგვა“ - მიხეილ ცაგარელი