მწერალი და სამხედრო რეპორტიორი ბექა ქურხული, სიკეთის კეთებასა და ადამიანის ქცევაზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და წერს რომ ადამიანებმა სიკეთე უანგაროდ ყოველგვარი სარგებლის მოლოდინის გარეშე უნდა აკეთონ.
🔵„დაიწყო და დაიწყოს მაგის დედაც ვატირე - ღმერთო, ჩვენი სიმართლით გაგვიმარჯვე მტერზედ“- ბექა ქურხული
„ჯეელობაში როცა ვინმეს სიკეთეს გავუკეთებდი, ჩხუბში გამოვესარჩლებოდი, ან დანაზე გადავეფარებოდი, ვიდექი და ღიმილით ველოდი მადლობას...
ცოტა რომ მოვიზარდე, მივხვდი რომ სიკეთე ყოველგვარი ღიმილის და ხაზგასმის გარეშე უნდა გააკეთო თუ გინდა ზურგსუკან მტერი არ დაიტოვო....
კიდევ უფრო რომ გავიზარდე, მივხვდი რომ სადაც სიკეთეს ჩაიდენ, იქ გაჩერება არ შეიძლება, სჯობს გაერიდო მოსალოდნელ უმადურობას, თუმცა ფრაერივით, მაინც უკან ვიყურებოდი, იქნება გამონაკლისის სახით მაინც მომაძახოს ვინმემ: „გმადლობთ ძმაოო!...
კიდევ უფრო. მეტად რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ადგილს სადაც ვინმეს დახმარების ხელი გაუწოდე სწორედაც რომ უკანმოუხედავად და სწრაფი ნაბიჯით უნდა გასცილდე, ყოველგვარი მადლიერების მოლოდინის გარეშე...
ახლა კი, როდესაც ჩემდა გასაოცრად, ნახევარ საუკუნეს მოვაღწიე, ცოცხალმა და საღ - სალამათმა (ნუ თუ გენეტიკურ სიგიჟეებს არ ჩავთვლით), საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სადაც სიკეთეს გააკეთებ იმ ადგილიდან სასწრაფოდ უნდა მოკურცხლო უსაფრთხო ადგილას, თუნდაც მტრის ზურგში, იმიტომ რომ ის ვინც თუნდაც ერთხელ ამოიყვანე ნეხვიდან, არასოდეს გაპატიებს, რომ ის ნეხვში ნახე, ან თუნდაც უბრალოდ შენი გამოსასარჩლებელი გახდა, ან შეიფარე, ან მისი მარცხი და ტკივილი გაიზიარე და ა.შ.
სამწუხაროდ, დალოცვილ მაღალ ღმერთს გაცილებით უკეთ გამოუვიდა, მგელი და ირემი, არწივი და ჭიამაია, ორაგული და დელფინი, ვიდრე სახედ თვისად ქმნილი ადამიანი!...
მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ქალბატონებო და ბატონებო, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სიკეთის ქმნა, დავეხმაროთ უმწეოებს, შევიფაროთ, მივეშველოთ, მათ მაგივრად ვიბრძოლოთ, რადგან ეს ჩვენი არჩევანია!.. ჩვენი საქმე!..
ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ მოკლედ!“ - წერს ბექა ქურხული.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 3 წლიანი პაუზის შემდეგ თიკო სადუნიშვილი ეკრანზე ბრუნდება - გადაცემის პირველი პრომო
🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს