
ხატმწერმა ნიკოლოზ კიკვიძემ 19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს ჯვარი მიუძღვნა.
კიკვიძე ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ჯვარი შაქარაშვილის უკვდავ სულს, მეუღლის თხოვნით მიუძღვნა.
„ეს ჯვარი შევქმენი ჩემი მეუღლის თხოვნით. ჯვარი რომელიც ეძღვნება გიორგი შაქარაშვილის (შაქარას) უკვდავ სულს. საჩუქრად გიოს იმიერ საქართველოში ჩემი ოჯახისაგან“, – წერს ნიკოლოზ კიკვიძე.
ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი დაკავებული. 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
გიორგი შაქარაშვილი 21 ივნისს მაშველებმა არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.