Digest Logo

„გისურვებთ ძალას და სიმშვიდეს, ამ აღუწერელი ტკივილის დროს“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი გიგა ავალიანის დედას მხარდაჭერას უცხადებს

1770797638
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის ფოტოს აქვეყნებს და ეკა კუპატაძეს გამძლეობას უსურვებს:

„გისურვებთ ძალას და სიმშვიდეს, ამ აუწერელი ტკივილის დროს“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ახალი განცხადებით ცნობილი გახდა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდთან დაკავშირებითაც წარედგინათ.

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.

ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

ამის შესახებ 10 თებერვალს, ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ ისაუბრა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დამირეკა და მითხრა, პირველი პოეტი ვარ ამ ქვეყანაში...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

⭕ რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი პირი იდენტიფიცირებულია

⭕ „მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ხელმძღვანელობასთან წარმატებით ჩაივლის...“ - 11 თებერვლის კოსმოსური ამბები