გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და ქართველებს 2026 წელს ულოცავს.
იგი საზოგადოებას ჯანმრთელობას და მშვიდ ნერვულ სისტემას უსურვებს:
„გილოცავთ ახალ წელს, ჩემებო!
გისურვებთ მყარ ჯანმრთელობას და მშვიდ, ლაღ ნერვულ სისტემას.
აგხდენოდეთ რამდენიმე, მაგრამ არა ყველა, ოცნება და გაგეცნოთ ერთი ახალი ადამიანი, რომელიც დიდ სიყვარულს და სიხარულს შემატებს თქვენს ცხოვრებას.
კიდევ უფრო დაახლოვდით საკუთარ თავთან და მეტად შეიყვარეთ თქვენი მე.
თქვენი ცხოვრების მთავარი სცენარები იწერება თქვენსავე ტვინებში, შესაბამისად გაუფრთხილდით ამ საოცარ ორგანოს!
მე კი ამ ყველაფერში ჩემებურად შეგიწყობთ ხელს!
სიყვარულით თქვენი ჰაუსი“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი ახალი წელი...“ - როგორ შეხვდნენ მამარდაშვილები 2026 წელს
⭕„მინდა, რომ სულ ბრწყინავდეთ...“ - ნუცა ბუზალაძე საზოგადოებას 2026 წელს ულოცავს