Digest Logo

„გიყვარდეს და შენს ცხოვრებას აზრი ექნება... ღირსება სიყვარულის გარეშე ვერც იბადება, რადგან ვერ გაარკვევს, საიდან მოდის და სად მიდის“ - გია მურღულია

1748346614
გია მურღულია

ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.

ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სიყვარულის შესახებ წერს:

„სიყვარული მთავარი სიტყვაა და ადამიანისთვის მნიშვნელოვან ყველა სხვა სიტყვას აძლევს აზრს. თავისუფლება სიყვარულის გარეშე უმიზნო ხეტიალია.

ღირსება სიყვარულის გარეშე ვერც იბადება, რადგან ვერ გაარკვევს, საიდან მოდის და სად მიდის. პასუხისმგებლობა სიყვარულის გარეშე არაფრობაა, რადგან ვერ გააცნობიერებ, ვის წინაშე ხარ პასუხისმგებელი.
გამბედაობა სიყვარულის გარეშე არ არსებობს, რადგან იცავ იმას, ვინც და რაც გიყვარს.

რწმენა სიყვარულის გარეშე არარაობაა - ასე ამბობს პავლე მოციქული. მეგობრობა სიყვარულის გარეშე იგივეა, რაც მშრალი წყალი. პატიოსნება სიყვარულის გარეშე იგივეა, რაც მოქმედება დამბადებელი მიზეზის არარსებობით.
სამართალი სიყვარულის გარეშე უსულო ფორმალობაა.

სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი სიყვარულის გარდა, რადგან სწორედ ის არის ღმერთი (ასე ამბობს იოანე მახარებელი) და ყველაფრის დამბადებელი.

ის უნივერსალური იდუმალება, საიდუმლო, ფიქრი და გრძნობაა, რომელიც დასაბამიდან დასასრულამდე მსჭვალავს ცხოვრებას.

„ვინცა მიჯნური არა არს, არცა კაცი არს“ ("ვისრამიანი"). შეგიძლია გიყვარდეს? - ესე იგი, შეგიძლია იცოცხლო.

„არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ“ (გაკაკტიონი). სიყვარული აბრუნებს ადამიანს ღმერთთან თავის ბუნებრივ, კანონიერ და მონატრებულ სახლში - სამოთხეში.

„სიყვარული აღგვამაღლებს“ ("რუსთველი").

სიყვარული ქმნის ადამიანს, ოჯახს, საზოგადოებას, სახელმწიფოს და კაცობრიობასაც. გიყვარდეს და შენს ცხოვრებას აზრი ექნება“, - წერს გია მურღულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარ ფორმაში ხარ“ - სოფო ბედია ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„თქვენი სიყვარული, მხარდაჭერა, თქვენი კეთილი შეტყობინებები - ისინი სიტყვებით გადმოცემაზე მეტს ნიშნავს“ - რას წერს ანრი ჯოხაძე

🎥 ბინა, სამსახური, აკადემიური ცხოვრება, სოციალიზაცია, თავის დამკვიდრება, სირთულეები, რომელიც გარემოს ცვლილებას ახლავს თან - თინათინ ცერცვაძის რჩევები