
„ეს დღე ჩვენია“ – ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, მომღერალმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური შედევრები შეასრულა.
ანრიმ სოციალურ ქსელში სამადლობელი სტატუსი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა:
„უბრალოდ მინდა ერთი წუთით მადლობა გადაგიხადოთ.
თქვენი სიყვარული, მხარდაჭერა, თქვენი კეთილი შეტყობინებები - ისინი სიტყვებით გადმოცემაზე მეტს ნიშნავს.
ყოველი მოწონება, კომენტარი, გაზიარება და წამახალისებელი სიტყვა მამაღლებს და მახსენებს, თუ რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ“, - წერს ანრი ჯოხაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ივნისში სირთულეები ელოდება
⭕„მადლობა ყველას, ამდენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის“ - თაკო კორინთელი