საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და თურქეთის ნაკრებთან 1:3 წააგო.
გატანილი გოლი მიქაუტაძეს ეკუთვნის.
აღნიშნული თამაშის შემდეგ, სოციალური ქსელი ქართველი გულშემატკივრების კრიტიკულმა პოსტებმა მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო აკადემიაში არ უსწავლიათ, შენიშვნებს თამამად იძლეოდნენ.
ამ ყველაფერმა კი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე გააოცა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
„მე მაინტერესებს - სადაც აღმოსავლეთის კრიზისის მართვა, რეანიმატოლოგობა, ომის სტრატეგობა, გლობალური პოლიტიკა, კლიმატის ცვლილების საფუძვლები და ნოტრდამის რესტავრაცია ისწავლეთ, საფეხბურთო აკადემიაც იმავე შენობაში დაამთავრეთ?
თუ ეგ შენობა გზის იქით მხარეს იდგა?“, - წერს მარიკა ბაკურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გუშინდელ თამაშს ჰქონდა სახელი: თავდადება და უიღბლობა“ - დათო გორგილაძე