
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი გადაცემის „იმედის დილა“ ერთ-ერთი რუბრიკის „ავტომობილი“ სტუმარი იყო, სადაც განვლილ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა:
„არ მაქვს მართვის მოწმობა.
ვარ ის ადამიანი, ვინც იმ ადამიანებს, ვინც ეკრანებზე ელოდება, ყოველდღიური ვიდეოებით ვამარაგებ, ამის გამო ცხოვრების ძალიან მადლიერი ვარ.
ყველაზე ადრე ზურიკო დავითაშვილს ვიცნობდი, ყველა მიყვარს, მაგრამ ის პატარა ზუკა მახსოვს, სკოლის დერეფანში. მესამე გაკვეთილიდან ეთავისუფლებოდა მასწავლებელს, რადგან ვარჯიშზე უნდა წასულიყო.
მიქაუტაძეს მაგარი ქართული იუმორი აქვს. ის არ იცის როგორ თქვას, თორემ იცის რომ არ არის სწორი რასაც ამბობს. ახლა ქართული ათჯერ უკეთ იცის.
პატარა ვიყავი, როდესაც თამაშებზე დავდიოდი, საქართველოს ჩემპიონატის. ის ფეხბურთელები ვინც დღეს ნაკრებს წარმოადგენენ, იქ თამაშობდნენ. ყველა თამაშის დროს იდგა იქ პატარა ბიჭი, ვინც კომენტარს სთხოვდა და ის ვიყავი მე, მადლიერი ვარ იმ ცხოვრების, რაც მაქვს“, - ამბობს საბა საპანაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მესამე კლასში გადავედით“ - ბექა ხოფერია შვილებთან და ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს