Digest Logo

„გმირი პოლიციელი...“ - შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში გარდაცვლილ მირიან ჭელიძეს იხსენებენ

1754808885
მირიან ჭელიძე

შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა - 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო პოლიციელი, მაიორი მირიან ჭელიძე, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო ღონისძიებების დროს იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. 

ტრაგიკულად დაღუპულ პოლიციელს გვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ იხსენებს:

„გმირი პოლიციელი, გამომძიებელი პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე, 2023 წელს შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო ღონისძიებების დროს იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგი აქტიურად იყო ჩართული სამაშველო ღონისძიებებში.

დიდება გმირებს! - ვემსახურებით საქართველოს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საქმის ნამდვილი პროფესიონალი, საოცრად შრომისმოყვარე, თავმდაბალი, კეთილშობილი“ - ბოტანიკური ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„...ამათგან ნებისმიერი ერთის მსახურება ღმერთის მსახურებაა, მათგან რამდენიმესი ან ყველასი კი - ადამიანის დიდებული ღვაწლი“ - რას წერს გია მურღულია

როგორ განვასხვაოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რეკომენდაცია