Digest Logo

გოდერძი შარაშია: „ვერ გავიგე, რატომ ურიცხავენ ფულს „ტიკ-ტოკზე“ ჯანმრთელ და ახალგაზრდა ადამიანებს“

1770200681
გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში „ტიკტოკთან“ დაკავშირებულ ტენდენციებს აკრიტიკებს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ურიცხავენ მომხმარებლები ფულს ჯანმრთელ და შრომისუნარიან ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მაყურებლებს შეურაცხყოფენ.

„ამ „ტიკტოკზე“ ჯანმრთელ და საღ-სალამათ ქალებს და კაცებს, ახალგაზრდა ბიჭებს და გოგოებს ფულს რატომ ურიცხავთ? თან გაგინებენ თან გლანძღავენ და თან რომ ურიცხავთ.

მართლა ვერ გავიგე რისთვის ეხმარებით ხშირ შემთხვევაში აფერისტ-შარლატანებს?

მე „ტიკტოკზე“ არ ვარ აქ ვნახე რამდენიმე ვიდეო თან გამომწერებს აგინებდნენ და თან ფულს ითხოვდნენ  
არადა ათასი გაჭირვებულია ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება.

ვერ გავიგე სპორტის ეს სახეობა“, - წერს გოდერძი შარაშია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არც ერთი ბიბლიის წიგნი არ თარგმნილა იმდენჯერ ქართულ ენაზე, რამდენჯერაც ითარგმნა „ქებათა ქება“ - ეკატერინე ნავროზაშვილი

⭕„დაბადების დღე ახდენს დიდ ზეგავლენას ჩვენს შესაძლო გარდაცვალებაზე“ - როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით?

🎥 ბუასილის რისკები, მახასიათებლები და გამომწვევი მიზეზები - კოტე თოდუას რჩევები