
დღეს, 11 ოქტომბერს გოგო შვილების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, პოეტი დიანა ანფიმიადი სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, თუ როგორია საქართველოში გოგო შვილების ბედი და რისი გაძლება უწევთ მათ.
„გოგო შვილების დღე ყოფილა დღეს, იმ გოგო შვილების, მთელი ცხოვრება რომ იციან, რომ მეორეხარისხოვნები არიან, პანტაპუნტით რომ კლავენ ქმრები თუ ყოფილი ქმრები და მათივე დედები არაფერს ამბობენ, რომ თავიანთი ბიჭი შვილები „მკვლელობისგან“ დაიცვან. რომ ათხოვებენ და მოითმინე, არაფერი თქვა, არ შემარცხვინოს დასძახიან.
იმ გოგო შვილების, მთელი ცხოვრება რომ იციან, „სხვის სახლში“ ცხოვრობენ, მათი არაა მშობლების სახლი და არაფერი მათი არაა, ბავშვობიდან „მზითვად“ ნაგროვები აბრეშუმის თეთრეულის გარდა და ვერ მოძალადისგან ვერ მიდიან, იმიტომ, რომ მშობლებიც არ მიიღებენ. და კიდევ რამდენი ამბის გახსენება შეიძლება, იმდენ ასეთ „გოგო შვილს“ ვიცნობ.
გილოცავთ „გოგო შვილებო“, მაინც ყოჩაღებო და მთების გადამდგმელებო.
პ.ს. ეს ქალიც მსხვერპლია, რა თქმა უნდა, ქალი, რომელიც კაცების შიშით შვილს ვერ იცავს, მსხვერპლია“, - წერს დიანა ამფიმიადი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან“ - მიხეილ ცაგარელი
🔵სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი კარდიოლოგი, თემურ ფოჩხუა გარდაიცვალა