Digest Logo

„გაატანეთ სახლიდან იმედად სიტყვები თქვენს ქალიშვილს, რომ ნებისმიერ წუთს შეუძლიათ დაბრუნდნენ უკან, თუნდაც შვილთან ან შვილებთან ერთად... გაატანეთ ეს იმედი მზითვად“ - ლანა ნიკოლეიშვილი

1665464850
ლანა ნიკოლეიშვილი

სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის სოფი ნიკოლეიშვილის დედა - ლანა ნიკოლეიშვილი მშობლებს მიმართავს და მათ სთხოვს, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ თავიანთ შვილებს მუდამ ეიმედებოდეს მშობლების სახლი. 

„გაატანეთ სახლიდან იმედად სიტყვები თქვენს ქალიშვილს დედებო და მამებო,რომ ნებისმიერ წუთს შეუძლიათ დაბრუნდნენ უკან, თუნდაც შვილთან ან შვილებთან ერთად... გაატანეთ ეს იმედი მზითვად, თუნდაც იმ წამს, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერად გრძნობდეს თავს და ეგ ნათქვამი სასაცილოდ მოეჩვენოს,თქვენ მაინც ჩაუდეთ უბეში იმედი, რომ უკანდასაბრუნებელი გზა ყოველთვის ექნება...

სინანული არაფერს შველის... 90% მოკლულ ქალებს, წასასვლელი არსად აქვთ.

ჯერჯერობით ცოცხლებსაც ეს პრობლემა უდგათ დღის წესრიგში.

დღესვე დაურეკეთ თქვენს შვილებს და დაიხსენით მონსტრი ქმრებისაგან!
ყველა დედამ მშვენივრად იცის, ვინ ჰყავს გვერდით თავის ქალიშვილს“, - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„ექიმმა, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა, გენრიეტას უთხრა რას ხედავთ მანდო, სისულელეს ნუ ამბობთო“ - როგორ ემშვიდობებიან გენრიეტა გაგოშიძეს

🎥 „დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია... იყო პერიოდი, როდესაც სუიციდზე მეფიქრებოდა, ეს იყოს ფსკერი“ - თიკო სადუნიშვილი

🔵„პირველივე შეხვედრისას მივხვდი, რომ ეს ადამიანი ენერგეტიკულად ძალიან ჩემია“ - ვინ არის რუსკა ქარქაშაძის შეყვარებული