სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„გოგონა მწერს, ერთ-ერთ გარდაცვლილზე, რამე ხომ არ იციო..
სამწუხაროდ, უკვე დადასტურებით გამოაცხადეს რომ გარდაიცვალა -მეთქი. მაღალჩინოსანი უკრაინელების სამძიმრის წერილები ვაჩვენე.
ყველა მაგას ამბობთო გამიბრაზდა, არ დავიჯერებ სანამ არ ვნახავო. შვილი ყოფილა. ზუსტად იცის, რომ მამა აღარაა, მაგრამ დადის სხვადასხვა ჩათში და ეძებს ვინმეს, ვინც საპირისპიროს ეტყვის. რა დღეში ჩაგვყარა ამ არაადამიანმა?!“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „მაინც ხომ გამოგეპარე, ახლა მეძებე“ - გია სურამელაშვილი სატრფოს გაექცა
🔵ქორწინების გარეშე სექსი, სავარაუდოდ, 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება