Digest Logo

„გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

1673937052
იოსებ ბურჯანაძ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულ არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ის შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა, კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

„ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ 2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.  გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, - წერია განცხადებაში. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ქალბატონები ცოტა აგრესიულები ხდებიან... შაბათ-კვირა ითხოვ მეტ ყურადღებას“ - ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს

🔵„არც მე და არც გურამ საღარაძე ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით, ჩვენზე ბევრად მაღლა იდგა“ - ბუბა კიკაბიძე

🔵„აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის...“ - დათო ევგენიძე