Digest Logo

„გთხოვთ, იყოთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით, ეს არ ვარ მე...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დათო კენჭიაშვილი

1755091143
დათო კენჭიაშვილი

ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. 

იგი ამჯერად „ფეისბუკზე“ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ყალბი პროფილების შესახებ აფრთხილებს. 

როგორც აღმოჩნდა, უცნობი ადამიანები მომღერლის სახელს იყენებენ და გამომწერებს დახმარებას სთხოვენ:

„ჩემო ძვირფასებო,  ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ჩემი პოსტების კომენტარებში გაჩნდა ყალბი პროფილები, რომლებიც თითქოს ჩემი სახელით ან „მენეჯერის” სახელით გპასუხობენ და გთხოვენ, დაკავშირებას პირადში.

გთხოვთ, იყოთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით – ეს არ ვარ მე და არც ჩემი გუნდი. ასეთ პროფილებს ჩვენ ვბლოკავთ, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ: მე თქვენგან არასდროს არაფერს მოვითხოვ, სიყვარულისა და თქვენი სითბოს გარდა“, - წერს დათო კენჭიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი სახლი, ოჯახის წევრები დაიცვათ ნებისმიერი ცუდი ენერგიისგან“ - რიტუალი თაკო მელიქიშვილისგან

⭕ „ულამაზესი ორსული ხარ...“ - ნუკი კოშკელიშვილის შთამბეჭდავი კადრები ფოტოსესიიდან

🎥 „ხუთშაბათი იუპიტერის დღეა, დალიეთ ყავა და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები...“ - ფინანსების მოსაზიდი რიტუალი თაკო მელიქიშვილისგან!