Digest Logo

„გთხოვთ, ჯოჯოხეთად ნუ მოიხსენიებთ..შოვი ისევ ისეთი მწვანე და ლამაზი იქნება“ – რა მიმართვა ვრცელდება სოციალურ ქსელში

1693051369
შოვი კურორტი

შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 31 მოქალაქიდან 29 იდენტიფიცირებულია, 2 გარდაცვლილთან დაკავშირებით კი პასუხს ელოდებიან.

სოციალურ ქსელში რაჭის ჯგუფში შოვთან დაკავშირებით სტატუსი ვრცელდება:

„ეს ადგილი ახლაც ასეთია. გთხოვთ, ჯოჯოხეთად ნუ მოიხსენიებთ. უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, უმწარესი, მაგრამ იქ ხალხი ცხოვრობს, მეგობრებო.

ბავშვებს ზრდიან იქ არიან ზამთარ-ზაფხულს. ჯოჯოხეთს ნუ უწოდებთ, იმ ხალხს გამხნევება სჭირდება, ბუნების სილამაზე არსად წასულა. იმ კონკრეტულ ადგილს სადაც მეწყერმა გადაუარა, ცუდი დასანახია და მით უმეტეს, როცა ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩვენ დავკარგეთ უახლოესი ნათესავები, ოჯახის წევრი, თანამოქალაქე. ეს ყველას ტრაგედიაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ იქ ხალხი ცხოვრებას აგრძელებს. მათ ისედაც დაზიანებულ ფსიქიკას, აღარ უნდა ამდენი ნეგატივის წაკითხვა და გაგონება.

ყველას გვტკივა, მაგრამ იქ დარჩენილ არასრულწლოვნებზეც იფიქრეთ. შოვის სილამაზე არსად წასულა. ბუბის მეწყერმა შოვს წაართვა ადამიანები, ეგაა უბედურება თორემ შოვი ისევ ისეთი მწვანე და ლამაზი იქნება“, – წერს მოქალაქე.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე... ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ - რას ჰყვება ახლობელი ოჯახზე, რომლის 4 წევრი სტიქიამ იმსხვერპლა

🔵 „გონებიდან არ ამომდის... პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” - შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

🔵 „20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა...ასეთია სინამდვილეში ჯოჯოხეთი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი