ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შოვის ტრაგედიის მძიმე ამბავს ეხმაურება, სადაც გიორგი დუდაშვილმა ოჯახის 4 წევრი დაკარგა, 3 შვილი და მეუღლე.
„20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, სრული შემადგენლობით. ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა. ასეთია სინამდვილეში ჯოჯოხეთი. ახლა ღმერთს მხოლოდ ის უნდა ვთხოვოთ, რომ ეს კაცი გადარჩეს. უბრალოდ გადარჩეს. დანარჩენი შანსი არაა მოახერხოს.
შოვის ამბავს ტრაგედია არა, ჯოჯოხეთი ჰქვია“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გიორგი დუდაშვილის შოვში დაღუპულ ცოლსა და 3 შვილს შაბათს დაკრძალავენ