ქალი, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, 14 მაისს, გარდაცვლილი იპოვეს.
მზია ლომაიას ძმის შვილი, ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
მსახიობი განმარტავს, რომ გარდაცვლილი სამტრედიის ტერიტორიაზე იპოვეს:
„უდიდეს მადლობას გიხდით სრულიად ერს…
ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, პირად შეტყობინებებში სამძიმრის ასობით წერილი შემოდის. გთხოვთ, მომიტევოთ - ფიზიკურად შეუძლებელია თითოეულ თქვენგანს სათითაოდ გიპასუხოთ და მადლობა გადაგიხადოთ, იმდენად ბევრი ხართ…
ამ მძიმე დღეებში კიდევ ერთხელ ძლიერად ვიგრძენი თქვენი სიყვარული, თანადგომა და ადამიანობა. თითოეული სიტყვა, თითოეული გულწრფელი ემოცია ჩვენამდე მოვიდა და გულში დარჩა.
უფალმა დაგლოცოთ ყველა, დაგიფაროთ და აგარიდოთ ყოველგვარი ტკივილი… არასოდეს განგეცადოთ ის სიმწარე, რასაც ახლა ჩვენი ოჯახი განიცდის.
კიდევ ერთხელ - უდიდესი მადლობა და ბოდიში, რომ ამდენ წერილს ინდივიდუალურად ვერ ვპასუხობთ. ამ ეტაპზე ამის ძალა და რესურსი აღარ მყოფნის…
ამავე დროს, უმორჩილესად გთხოვთ, ყველას - ნუ გავავრცელებთ დაუზუსტებელ და მცდარ ინფორმაციას. მამიდა ნაპოვნი იქნა სამტრედიის ტერიტორიაზე. სხვა ოფიციალურ ინფორმაციას შესაბამისი უწყებებისგან ველით.
გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის და თანაგრძნობისთვის.
დაკრძალვა: 19 მაისს, 15:00 საათზე.
მისამართი: სენაკის რაიონი, სოფელი უშაფათი“, - წერს ირაკლი ლომაია.
ცნობისთვის, მზია ლომაიას ქუთაისში 6 მაისის შემდეგ ეძებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ: