Digest Logo

„გული არ დაგწყდეთ, მზიან დღეებზეც მალე ვისაუბრებ“ - როგორ ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

1715674741
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში 5-დღიან ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და წერს, რომ ცალკეულ დღეებში გამოიდარებს, ნალექი შემცირდება, თუმცა ხანმოკლე პერიოდით და დროდადრო ისევ იწვიმებს.

„თბილი აპრილის შემდეგ, მაისის პირველი და მეორე დეკადა ცივი აღმოჩნდა, გასული თვის მზიანი და ნათელი დღეები, ნაცრისფერმა და წვიმიანმა დღეებმა ჩაანაცვლა ხანგრძლივი პერიოდით.

ყველას გვაინტერესებს რა იქნება შემდეგ დღეებში.

მომდევნო 5 დღის განმავლობაში, ამინდს სკანდინავიური ანტიციკლონის გააქტიურება განსაზღვრავს, რაც ცალკეულ დღეებში გამოდარებას და ნალექის შემცირებას გულისხმობს, თუმცა ხანმოკლე პერიოდით და დროდადრო ისევ იწვიმებს.

კონკრეტულად - ხვალ 15 მაისს, ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე გამოიდარებს და უნალექო დღე იქნება.

16 მაისს - ისევ ყველგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

17 მაისს - მხოლოდ ღამით შენარჩუნდება წვიმა, დღისით გამოიდარებს და შემდგომი დღეები ისევ არასტაბილურია.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ცივ და ნალექიან დღეებს ყოველთვის ცვლის კაშკაშა მზე, ასე რომ გული არ დაგწყდეთ, მზიან დღეებზეც მალე ვისაუბრებ.

გისურვებთ მშვიდობას!“, - წერს კობა ფარტენაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, სადაც შეიძლება თქვენი ნამდვილი სიყვარული იპოვოთ“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„ურთიერთგაგება ადამიანებში მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ვატო არველაძე პატარა სოფიასთან ერთად გამოჩნდა - ფოტო