Digest Logo

🎥 „გული გაგვიყინე, დაგვამუნჯე... არც ვიცით, რა უნდა ვთქვათ, ან რით ვანუგეშოთ შენი ძვირფასი ოჯახი“ - ტრაგედია ზესტაფონში

1663834257
გიორგი ნებიერიძე

ზესტაფონში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 21 წლის გიორგი ნებიერიძე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები წერენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„როგორ მოგვენატრები გიო.. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, თუ არ ვიჯერებთ ამ ყოველივეს არც ვიცით.. სიტყვები ზედმეტია, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განიცდის, ამდენი მოგონებები და კიდევ რამდენი გეგმები გვქონდა ერთად..

გიყვარდა და ცდილობდი ყველას ერთად შეკრებას, მაგრამ ასე უნდა შეგეკრიბეთ გიო? გული გაგვიყინე.. დაგვამუნჯე.. არც ვიცით რა უნდა ვთქვათ, ან რით ვანუგეშოთ შენი ძვირფასი ოჯახი..  ნათელში იყოს შენი სული ჩვენო უსაყვარლესო ძამიკო, ჩვენს გულებში მუდამ იარსებებ..“, - წერს გარდაცვლილის ახლობელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დღეს საზღვრის ჩაკეტვა ნიშნავს აფხაზების და ოსების გენოციდს, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ შვილების ომში გაშვება“ - ლალი მოროშკინა

🎥 როგორ გრძნობს თავს თამო ვაშალომიძე ოპერაციის შემდეგ

🔵„ათასობით რუსი ცდილობს რუსეთის დატოვებას და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას“ - რა ხდება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე