მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუას სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ტრაგიკულად გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი რაული ჯაყელი, რომელსაც ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.
„საუკეთესო ადამიანი იყავი, ყველა კომუნიკაცია შენთან უსაზღვროდ ტკბილად და თბილად გამახსენდება! გული მეწვის ისე მენანები…ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მოდუსის ყველა თანამშრომელს…“, - წერს ნანუკა გულუა.
„ჩვენი მწვანეთვალება ბიჭი აღარ გვყავს. ხალხო გჯერათ, რომ ეს ადამიანი აღარაა ცოცხალი?
ეს კარგი ადამიანი, ეს ყველასგან გამორჩეული, ყველაზე ზრდილობიანი, ყველაზე თავმდაბალი, ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი პიროვნება.
არა, არა, მე ვერ დავიჯერებ და ვერ შევეგუები, ჩემთვის სულ თბილისში იქნები, საქმეებში ჩაფლული, დიდი კომპანიის მენეჯერი“, - წერს ნატალია ქათამაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებულ „არტარეა გალერიში“ ლგბტ/ქვიარ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა