Digest Logo

🎥 „ჩემი დაკავება არ იკმარეს, დედაჩემს ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, მამა გაურკვეველ ვითარებაში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს“ - რას ჰყვება სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი

1709980442
დაზარალებული

მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და კეზერაშვილის მმართველობის წლებს არაერთი ადამიანი უსამართლოდ შეეწირა. 

„ნაცმოძრაობა“ არის გუშინდელი დღე, ისინი ვერასდროს მოახერხებენ პოლიტიკურ რეინკარნაციას. ამ ქვეყანაში პოლიტიკური ამნეზია არავის აქვს და  არავის დავიწყებია სისხლიანი 9 წელი.

ახლახან სოციალურ ქსელში სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული ახალგაზრდის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის დეტალურად იხსენებს, თუ რა მოხდა 2006 წელს:

„2006 წელს, როცა 14 წლის ვიყავი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დამაკავეს და 10 წელი მომისაჯეს. ამ ყველაფერში მონაწილე იყო მიშა სააკაშვილი, ნინო კალანდაძე, ბოკერია, გაბაშვილი და ეს ადამიანები ჩემს მიმართ არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

პირდაპირ, ღია ეთერებიდან მოუწოდებდნენ ხალხს, რომ მე ვიყავი თითქოს კრიმინალი. შემდეგ, როდესაც უსამართლო სასამართლომ მომისაჯა 10 წელი და ეს ჩემმა ოჯახმა გააპროტესტა, ჩემი დაკავება არ იკმარეს, დედაჩემს ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, რაც მამამ თავის თავზე აიღო. მამა დაიჭირეს ციხეში.

1 წლის შემდეგ, მამა გაურკვეველ ვითარებაში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს“, - ამბობს დაზარალებული.

 

@political_page #political_#page #პოლიტიკური_#გვერდი #ფორიუ #foryou #ფორიუზე ♬ оригинальный звук - 🇬🇪

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რას გრძნობს ადამიანი, თუ მასზე ჯადოა გაკეთებული და როგორ ნიღბავენ თავიანთ ქმედებებს თანამედროვე ჯადოქრები

„დაიწყო რთული, ხანგრძლივი, თუმცა იმედის მომცემი პროცესი“ - როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მარტის თვის მთავარი რისკები და გამოწვევები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - „გამოღვიძების წინა პერიოდში ვართ“