Digest Logo

„გული მტკივა, რომ დაგკარგეთ. მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი და ხელის ჩამორთმევა“ - თეა წულუკიანი ელისაბედ II-ს ემშვიდობება

1662706381
თეა წულუკიანი

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.

„დედოფალი მშვიდობიანად გარდაიცვალა ბალმორალში ამ შუადღისას. მეფე და დედოფალი კონსორტი დღეს საღამოს დარჩებიან ბალმორალში და ხვალ ლონდონში დაბრუნდებიან“, - ნათქვამია სასახლის განცხადებაში.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და სამეფო ოჯახს მიუსამძიმრა.

„ძვირფასო დედოფალო, თქვენო უდიდებულესობავ, ღირსეულო წარმომადგენელო საკუთარი ერისა და სახელმწიფოსი, მადლობას გიხდით მშვიდი ლიდერობისთვის მსოფლიოსა და ევროპისათვის არაერთ ურთულეს მომენტში.

გული მტკივა, რომ დაგკარგეთ. მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი და ხელის ჩამორთმევა.
აი, გარანტი! აი, სიმბოლო!

ვიზიარებ სამეფო ოჯახისა და ბრიტანელების მწუხარებას დედოფლისა და ისტორიული ფიგურის დაკარგვის გამო!“, - წერს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, გვირგვინი კი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა.

ის, ასევე, იყო თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მარტო საქართველოში ხდება ასე. მძღოლმა მიატოვა ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, მგზავრებიანად და...“ - რა მოხდა 383 ნომერ ავტობუსში

🎥 „ყველა ჩვენი კონკურენტი ერთად აღებული, მომდევნო ოთხი ტელევიზია, ჩვენ უფრო რეიტინგულები ვართ, ვიდრე ისინი... ეს გინდა არ გინდა გრევს პოლიტიკაში“ - ირაკლი რუხაძე

🔵როგორი ამინდი იქნება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით