
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც მესამე შვილის დედა მალე გახდება, გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს.
მსახიობმა რამდენიმე კვირის წინ მესამე შვილის სქესი გაამხილა. წყვილი გოგოს ელოდება და მას კირას დაარქმევენ.
ამჯერად მსახიობმა სოციალურ ქსელში მეუღლეს, კახა კაშიას დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა:
„შენთან ერთად უნდა დავბერდე კახუნა, მადლობა ღმერთს.
ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო ყოველი წამის ბედნიერებავ.
გულის გახეთქვამდე მიყვარხარ კახა კაშია, ჩემი ბედნიერებისთვის დაბადებულო.
ემოციებისგან ვერ ვიძინებ, ჩემი კახას დაბადების დღეა, მართლა ზეიმი მაქვს“, - წერს ნანუკა გულუა.
ასევე დაგაინტერესებთ: