Digest Logo

„გულს ნუ იჩვილებ, თავს ნუ იმართლებ, აღიარე შენი შეცდომები საკუთარ თავთან, დაუძლეველი მხოლოდ სიკვდილია“ - გია ჯაჯანიძე

1773749229
გიორგი ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„შენ არ იცი, არ გახსოვს, ან შეგნებულად დაივიწყე, რამდენ ადამიანს ატკინე გული, დაამცირე, უღალატე და მოექეცი უსამართლოდ.

შენი სიავე უნებლიე იყო, შემთხვევითი, მიზანმიმართული თუ ავად ზრახული, არ აქვს მნიშვნელობა. არ გაგიკვირდეს, არც თავი გაიმართლო და არც მსხვერპლის როლი მოირგო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად შხამავს შენს ცხოვრებას.

შენი გაკეთებული სიკეთე და მერე წამოძახებული, არც ადამიანის სიყვარულში წერია და არც ღმერთის რწმენაში.
განთავისუფლდი. შეწყვიტე ავი ფიქრები, ავი ზრახვები, ტანჯვა გოდება და შფოთი, მიენდე უფალს და იყავი პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ სინდისთან.

გულს ნუ იჩვილებ, თავს ნუ იმართლებ, აღიარე შენი შეცდომები საკუთარ თავთან. ასე გადაირჩინა თავი ბევრმა ადამიანმა უბედურებისაგან. დაუძლეველი მხოლოდ სიკვდილია.

სიყვარული არ იყიდება, თუ იყიდება, ისიც ცოტა ხნით. სული ისეთი მწარეა, არავის არ აინტერესებს შენი მდგომარეობა. არც შენ გაინტერესებს სხვების ბედი. მოჩვენებითია ყველაფერი.

დალიე წყალი და იყავი ბედნიერი, კარგად იქნები“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ტრაგედია გურჯაანში - 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

„შეუდარებლად გამოიყურები“ - ქეთევან ხატიაშვილის ახალი ფოტოები ესპანეთიდან

„დაჟინებით, ყოველდღე, დაუსრულებლად, ყოველთვის ვეუბნები ღმერთს, იყავნ ნება შენი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე