Digest Logo

„გულს ქრისტე ისე რომ უყვარდეს, როგორც პავლე მოციქულსა და იოანე მოციქულს უყვარდა...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1755062185
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„გული არ მაძლევს საშუალებას მიყვარდეს ქრისტე,
მაგრამ ჩემს პიროვნულ არჩევანში, რომელიც ჩემს ნებაში ვლინდება,
და ჩემი ცხოვრების წესში და ღვაწლში - ვერთგულებ ქრისტეს;
და ეს არის სწორედ ღვაწლი,
რომ ისე ვცხოვრობ, რომ, თითქოს, ჩემს გულს ღმერთი უყვარს;
და მას ჯერ კიდევ არ უყვარს - მაგრამ არ ვაქცევ ჩემს გულს ყურადღებას,
და ჩემი პიროვნული არჩევანის მიხედვით ვრეალიზდები;
ვერთგულებ ქრისტეს თავგანწირული ცხოვრების წესით,
და ვიღაც დამინახავს და იტყვის
- „აი, ამას როგორ უყვარს ქრისტე“,
- არ მიყვარს, სამწუხაროდ…
ჩემი გული ბინძურია,
არ მემორჩილება, მაგრამ მე ჩემს გულს არ ვაქცევ ყურადღებას,
ეს მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ადამიანს,
ეს არის სწორედ - „სასუფეველი ცისაა იიძულების“,
თორემ ჩემს გულს ქრისტე ისე რომ უყვარდეს, როგორც პავლე მოციქულსა და იოანე მოციქულს უყვარდა - რაღა მიჭირს მაშინ, - სადღა იქნება იძულების საჭიროება?!
- აღარსად,
მე ვიქნები თავისუფალი ღმერთთან ერთობაში,
და ასეთი ადამიანისათვის რჯულიც აღარ არსებობს,
ცოდვებთან ბრძოლაც აღარ არსებობს ასეთი ადამიანისთვის,
ასეთი ადამიანი აღარ ებრძვის ცოდვებს,
- რატომ?
- იმიტომ, რომ მას ცოდვა აღარ აინტერესებს,
მას ქრისტეს გარდა აღარაფერი აინტერესებს,
და ბრძოლაც აღარ აქვს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლუის ენრიკეს განცხადებით, ჯანლუიჯი დონარუმასთან მუშაობა აღარ სურს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „უკრავს მამა, ცეკვავს შვილი... ეს არის ოჯახი“ - ნოე სულაბერიძის ახალ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა