ადამიანი VS ხელოვნური ინტელექტი, რეალური საფრთხე თუ პიარი? AI-ის მამების „გაფრთხილება“, რა არის კვანტური კომპიუტერი რეალურად, მომავლის შიში, პროფესიების გაქრობა, ქართული ენა და AI - აღნიშნულ საკითხებზე „ჯაფარას პოდკასტში“ ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებმა, თორნიკე ბოლოკაძემ და ვანო ჩხეიძემ ისაუბრეს:
- არსებობს თუ არა სფერო, სადაც ადამიანი AI-ს ჯერჯერობით სჯობნის?
- ამ წუთის მდგომარეობით ბევრია ასეთი სფერო და ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. საერთოდ, საპირწონედ დაყენებაც ცოტა არარელევანტური მგონია ხოლმე რაღაც მომენტებში იმიტომ, რომ თვითონ ხელოვნური ინტელექტიც ვითარდება, თავისი ტექნოლოგიაც ვითარდება, ძალიან ბევრი ჩართულობა სჭირდება ხელოვნური ინტელექტისგანაც, რომ ნაგულისხმევად რაც არის უკვე არსებული იმას რომ გასცდეს და ასე ვთქვათ, ჩვენზე მოვირგოთ და ის გავზარდოთ ისე, როგორც საჭიროა, თუმცა მე მიუხედავად იმისა, რომ სულით და გულით ჩართული ვარ ამ ამბავში, ყოველთვის ადამიანისკენ, ადამიანის ინტელექტისკენ ვარ.
ასე მგონია, რომ ამ წუთის მდგომარეობით ადამიანის გონება და ადამიანი, როგორც ასეთი, არის უნიკალური არსება, გამორჩეული ყველაფრით, თუმცა მთელ რიგ სფეროებში, მთელი რიგი შედარებით დაბალი დონის დავალებები, იმდენად შეიძლება ავტომატიზდეს ეს ყველაფერი უკვე და შეიკრას მასშტაბურად, რომ ეს აჩენს ხედვას, რომ არის თუ არა ადამიანის დონეზე ხელოვნური ინტელექტი.
- რა ვიცით, რომ ატომური ბომბის უსაფრთხოებაში არ არის „ხვრელები“?
- ბომბს კომპიუტერიდან ვერ ისვრი, იქ ადამიანის ჩართულობა არის ყოველი საბოლოო ბერკეტი, ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ის ღილაკი არ არის პროგრამული, ის არის მექანიკური, სპეციალური გასაღები სჭირდება. ასეთი სისტემები გადაზღვეული არის.
- AI-ის მამების „გაფრთხილება“
კლასიკური სცენარია, როგორც ხდება ხოლმე ისტორიასაც რომ გადავხედოთ, დიდი გიგანტები როგორც კი ჩნდებიან ბაზარზე, მერე ისინი ითხოვენ თვითონ რეგულაციებს, რომ პატარა კონკურენტები მოიშორონ ბაზრიდან იმიტომ, რომ მათ ყოველი დამატებული რეგულაცია ყოველთვის ბიზნესისთვის არის დამატებით ხარჯი.
ამით ხელოვნურად იშორებენ კონკურენტებს, გარედან ლამაზად ფუთავენ, სინამდვილეში ასე ხდება.
ასევე დაგაინტერესებთ: