საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომლის პირველი სტიპენდიატი სალომე კენჭიაშვილი იქნება - გოგონა აქციიდან წითელი შარვლით.
„გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე.
ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით“, - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი
🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია