გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.
ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს.
ამჯერად გიორგი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მამაზე წერს:
„გუშინ, ღამით, უკანა ეზოში, სადაც შეშას ვინახავდით ხოლმე - მამაჩემი შემხვდა. აი, მოხურულას რომ ეძახიან, იმ მოხურულასა და საქათმეს შუაში იდგა.
- როფავს უკვე ნელ-ნელა! - მითხრა მამაჩემმა.
- ხო, აცივდა! - ვუთხარი მე.
- რაია აი, რაფერი მომსპარი წელი იყო? - იკითხა თავისთვის - ორი ჩვენი მეზობელი მოკტა ამ რაცხა იი რომაა იმით.
- კი - ვუთხარი მე და დავაკვირდი.
მამაჩემს ბუშლატა ეცვა, თავზე თბილის ქუდი ეხურა და ხელში ცული ეჭირა.
- სად იყავი? - ვკითხე მე.
მამაჩემი შეტრიალდა. ხელი სადღაც იქით, გომისმთისკენ გაიშვირა. გომის მთა უკვე ჩამოთოვილია. ლამაზია ნათელი ღამეებისას თოვლიანი გომისმთა.
- მანდ რა გინდოდა? - ვკითხე ისევ.
- დაგავიწყტა კაცო? - მითხრა მამაჩემმა. უკვე ათი წელია იქინე ვარ მე.
მე გამახსენდა, რომ მამაჩემი დიდი ხანია გარდაიცვალა, მაგრამ არ ვიცოდი, გომის მთაზე თუ იყო.
- შეხედე! - თქვა მამაჩემმა - შეხედე იმ ხეს!
ხე ეზოს ბოლოში დგას და ამ უღრუბლო ზამთრის ღამეს თითქოს ცას გადგმოდა ტოტები ძარღვებივით და მთვარე გულივით ფეთქავდა.
- შეხედე! - მითხრა მამაჩემმა - ნახე რაფერი ლამაზია მთვარე ხეის ტოტებში. შეხედე და დაწერე.
- კი, ლამაზია. ძალიან!
- ჰოდა, კეკეს დაანახე! წევეი ახლა, თვარა თლა მოყინავს გზებს. მუალ ხანდახან.
მამაჩემი წავიდა. მე მეგონა მამაჩემმა არ იცოდა, რომ კეკე იყო“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის პირველი ვარჯიში ჩაატარა