
14 თებერვალს საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან, Covid პაციენტი გადახტა და დაიღუპა. ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი - ხატია სიჭინავა გამოეხმაურა.
სიჭინავა მოითხოვს, დეტალების საჯაროდ გავრცელებას, თუ რატომ მოხდა სუიციდი, ან რას ამბობენ ოჯახის წევრები.
„მილში რომ ბავშვი ჩააგდო არაქალმა, ყველა არხი და გამოცემა მთელი დღეა ატრიალებს ყველა მხრიდან!
გუშინ რომ პაციენტი გადმოხტა ფანჯრიდან, ვინ იყო?
რატომ მიჩქმალეთ ყველამ?!
რატომ არ გვაჩვენებთ ან პატრონს, ან მკურნალ ექიმს, ან რა მოხდა, არავის არ გაინტერესებთ?! თუ სიუჟეტებიც შერჩევითია?!“, - წერს სიჭინავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵16 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება