Digest Logo

„გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით, ეგ უფრო დიდი სირცხვილია“ - ჭოხონელიძეების მიმართვა

1749846048
ჭოხონელიძეები

ყველასათვის საყვარელი მომღერლის ნატო გელაშვილის ოჯახი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ბულინგი მსხვერპლი გახდა.

გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ბულინგი 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში {თსუ} გამართულმა კონცერტმა გამოიწვია, სადაც მან შვილებთან, ლუკასთან და გიორგისთან ერთად კონცერტი გამართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგიმ და ლუკა ჭოხონელიძეებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს:

„მოგესალმებით,

ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ.

პირველ რიგში ყველას ბიჭებს, ვინც არიან დღეს პატიმრობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც!

მეორე, ჩვენ ქართული - ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს.

ასევე, სოცქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრის დაფიქსირებით საზოგადოებაში.

ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუშიც. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადამიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ, რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა.

თსუს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია და თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც.

კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა, არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდევ ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო.

ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი კონცერტის დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა ბიჭებო, აქციაა რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია.

„სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით, ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო.

ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება, მშვიდობა და ერთიანობა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია!

ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არა მგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული!

და ბოლოს, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის!!

პ.ს კიდევ გვინდოდა რაღაცების დაწერა, ზრდილობა და აღზრდა არ გვაძლევს საშუალებას.

მადლობა ყურადღებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები აქვეყნებენ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის სწორი, რომ ჯვარდაწერილი წყვილი იმიერში ერთად იქნებიან, ცათა სასუფეველში ქორწინება, ცოლქმრობა აღარ არის...“ - რას ჰყვება მეუფე საბა

🎥 „კრეატიული დირექტორი“ - სოცქსელში ანუკი არეშიძის მორიგი კადრები გავრცელდა

🎥 „შეუდარებელი სილამაზე“ - შორენა ბეგაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს